სიზიფე - ვიკიპედია სიზიფე მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია Jump to navigation Jump to search პერსეფონე მიუძღვება სიზიფეს ქვესკნელისკენ სიზიფე (ძვ. ბერძნ. Σίσυφος) — ეოლიელ ზღვაოსანთა წინაპრების, ეოლოსის და ენარეტეს ცბიერი და პატივმოყავრე შვილი, პლეადა მეროპეს ქმარი, კორინთოს აღმაშენებელი და მეფე, ერთი ვერსიით და ძალზე პოპულარული და საანდაზოდ ქცეული გმირი. კორინთო მუდამ სავაჭრო და სანაოსნო ქალაქი იყო. სიზიფეც ტიპური კორინთელია, ცბიერი და გაიძვერა, როგორც იქაური ვაჭრები. ჰომეროსი მას ხარბსა და ადამიანთა შორის ყველაზე უფრო ანგარებიან კაცს უწოდებს. სინამდვილეში კი ის მოხერხებული, მაგრამ ბერძენ ღმერთებთან მებრძოლია. ჰომეროსი, ჰესიოდე, ჰორაციუსი, ოვიდიუსი, აპოლოდორე და სხვა მეცნიერები თანხმდებიან, რომ ღმერთებმა ის მძიმე დანაშაულებისთვის მკაცრად დასაჯეს, ჰადესთან გაგზავნეს და კლდის დიდ ლოდთან შეაჭიდეს, რომელიც მწვერვალზე უნდა ააგოროს. დიდი ვაივაგლახით აზიდავს, სულს მოითქვამს, ქვა ისევ დაუგორდება, ისევ შეეჭიდება და ასე უსასრულოდ. ჰომეროსი არ ამბობს რისთვის დაისაჯა ასე მძიმედ, მომდევნო დროის ავტორები კი ჩამოთვლიან: ღმერთებს ატყუებდა, გზაში მდიდრებს ძარცვავდა, ზევსი გასცა (როცა ზევსმა ფარულად მოიტაცა მდინარის ღმერთ ასოპოსის ასული ეგინა, იგი სიზიფემ დაასმინა ასოპოსთან) და ა.შ. მოხერხებით აჯობა ცნობილ ქურდს ავტოლიკესაც: წინასწარ ამოუწვა ჩლიქები საქონელს, რომელიც მან მოიპარა. ზევსი ამ და სხვა უცნაურობებზე განრისხდა და თანატოსს მისი ჰადესთან წაყვანა ბრძანა. სიზიფემ სიკვდილის ღმერთი მოხერხებით შიპყრო და შებოჭა, ამიტომ აღარავინ კვდებოდა , ვიდრე ბოლოს არ აივსო ღმერთების მოთმინების ფიალა და არ გამოკეტეს ქვესკნელში. სიზიფეს სულმა ჰადესს სთხოვა გაეშვა ზევით, რათა ცოლი დაესაჯა. ჰადესიც მოტყუვდა. სააქაოს დაბრუნებულმა სიზიფემ პირობა გატეხა, სუფრას მიუჯდა და ქვესკნელში დაბრუნება აღარც გახსენებია. ბოლოს ჰერმესი მიუგზავნეს და მოახერხეს სიზიფეს მოშორება . აპოლოდორე მოგვითხრობს მხოლოდ მთავარ ჰომეროსისეულ ეპიზოდს, მაგრამ სიზიფეს სახე მეტია, ვიდრე ეს საქრესტომათიო ეპიზოდი. სიზიფეს სული ჰადესში იტანჯება, სხეული კი დაკრძალეს ისთმოსში. ლოდთან შეჭიდებული სიზიფე ანტიკურ გამოსახულებებზეც შემორჩა. მისი ტანჯვა სრულად ასახა ტიციანმა. ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] გელოვანი აკ., „მითოლოგიური ლექსიკონი“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, გვ. 448, თბ., 1983 მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სიზიფე&oldid=3712121“-დან კატეგორია: ბერძნული მითოლოგია სანავიგაციო მენიუ პირადი ხელსაწყოები შესული არ ხართ განხილვა წვლილი ანგარიშის შექმნა შესვლა სახელთა სივრცე სტატია განხილვა ვარიანტები გადახედვა კითხვა რედაქტირება წყაროს რედაქტირება ისტორია მეტი ძიება ნავიგაცია მთავარი გვერდი თემატური ძიება რჩეული სტატიები შემთხვევითი გვერდი ახალი გვერდები მონაწილეობა ინფორმაცია დახმარება ფორუმი ბოლო ცვლილებები შემოწირულობები ხელსაწყოები ბმული გვერდზე დაკავშირებული ცვლილებები სპეციალური გვერდები მუდმივი ბმული გვერდის ინფორმაცია ამ გვერდის ციტირება ვიკიმონაცემები ელემენტი ბეჭდვა/ექსპორტი წიგნის შექმნა გადაწერა PDF ფორმატში დასაბეჭდი ვერსია სხვა პროექტებში ვიკისაწყობი სხვა ენებზე Afrikaans العربية مصرى Asturianu Azərbaycanca Boarisch Беларуская Български বাংলা Brezhoneg Bosanski Català کوردی Čeština Чӑвашла Dansk Deutsch Ελληνικά English Esperanto Español Eesti Euskara فارسی Suomi Français Gaeilge Galego עברית Hrvatski Magyar Հայերեն Bahasa Indonesia Íslenska Italiano 日本語 Jawa Қазақша 한국어 Latina Lëtzebuergesch Lietuvių Македонски မြန်မာဘာသာ Plattdüütsch Nederlands Norsk nynorsk Norsk bokmål Occitan Polski Português Română Русский Scots Srpskohrvatski / српскохрватски Simple English Slovenčina Slovenščina Shqip Српски / srpski Svenska ไทย Türkçe Українська Tiếng Việt Winaray 吴语 中文 ბმულების რედაქტირება ეს გვერდი ბოლოს დარედაქტირდა: 07:21, 4 აგვისტო 2019. ტექსტი ვრცელდება Creative Commons Attribution-ShareAlike ლიცენზიით; და შესაძლოა არსებობდეს დამატებითი პირობები. იხილეთ გამოყენების პირობები დამატებითი ინფორმაციისთვის. ვიკიპედია® არის არამომგებიანი ორგანიზაცია Wikimedia Foundation, Inc.-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი. დაგვიკავშირდით კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვიკიპედიის შესახებ პასუხისმგებლობის უარყოფა მობილური ვერსია შემქმნელები Statistics Cookie statement