ჰორაციუსი - ვიკიპედია ჰორაციუსი მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია Jump to navigation Jump to search ჰორაციუსი დაბადების თარიღი 8 დეკემბერი ძვ. წ. 65[1] [2] [3] დაბადების ადგილი ვენოზა[2] [3] გარდაცვალების თარიღი 27 ნოემბერი ძვ. წ. 8[1] [2] (56 წლის) გარდაცვალების ადგილი რომი დასაფლავებულია რომი საქმიანობა პოეტი[3] [4] , მწერალი[5] და ფილოსოფოსი ენა ლათინური ენა[5] ეროვნება ძველი რომაელები მოქალაქეობა ძველი რომი Magnum opus Ars Poetica ჰორაციუსი ვიკისაწყობში კვინტუს ჰორაციუს ფლაკუსი (ლათ. Quintus Horatius Flaccus; დ. 8 დეკემბერი, ძვ. წ. 65, აპულიის ვენუზია — გ. 27 ნოემბერი, ძვ. წ. 8, ტივოლი) — რომაელი პოეტი, განსაკუთრებით ცნობილი გახდა თავისი ოდებით. სექციების სია 1 ბიოგრაფია 2 შემოქმედება 2.1 სატირები 2.2 ეპოდები 2.3 ოდები 2.4 ეპიტრები 3 ლიტერატურა 4 რესურსები ინტერნეტში 5 სქოლიო ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] ჰორაციუსი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა მამამ ოჯახი რომში საცხოვრებლად გადაიყვანა, რათა მის შვილს საუკეთესო განათლება მიეღო. 18 წლის ჰორაციუსს იგი ათენში გზავნის ბერძნული ენისა და ფილოსოფიის შესასწავლად. იულიუს კეისრის მკვლელობის შემდეგ, ძვ. წ. 44 წელს ჰორაციუსი ლიბერატორთა არმიაში შედის და ბრძოლაში თავს გამოიჩენს. 21 წლისას ბრუტუსი ლეგიონის სარდლობას ჩააბარებს. ფილიპების ბრძოლაში ბრუტუსის ჯარი ოქტავიუსის (მომავალი იმპერატორის) ბანაკს აიღებს, თუმცა თავად მომავალი იმპერატორი გაქცევას მოახერხებს. მეორე ბრძოლაში კი იქტავიუსი იმარჯვებს. დამარცხებულთა შორისაა ჰორაციუსიც. მალე მათ გაატავისუფლებენ და პოეტი იტალიაში ბრუნდება, სადაც მამის გარდაცვალებისა და ქონების კონფისკაციის ამბავს შეიტყობს. გაღარიბებული ჰორაციუსი გადამწერის ადგილს შოულობს, თუმცა უარს არ ამბობს ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, რასაც უკვე არა ხმლით, არამედ კალმით წარმართავს. წერს ეპოდებსა და სატირებს, რომლებიც ოქტავიუსის წინააღმდეგაა მიმართული. მალე ჰორაციუსი დაუმეგობრდება ვერგილიუსს, რომელიც მას წარუდგენს ოქტავიუსთან დაახლოებულ პირს, მეცენატს. ეს უკანასკნელი ჰორაციუსს თავის პროტექტორობას შესთავაზებს და აძლევს მამულს ტიბურთან (დღევანდელი ტივოლი) ახლოს. სულ მალე ჰორაციუსის პოპულარობა ლიტერატურულ წრეებში გაიზრდება. ჰორაციუსი გარდაიცვლება თავისი პროტექტორის სიკვდილიდან 2 თვის შემდეგ, ძვ. წ. 8, 27 ნოემბერს. შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] Saturae, 1577 სატირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] ჰორაციუსის სატირები ორ კრებულადაა გაერთიანებული, ერთში ათი პიესა შედის, მეორეში - რვა. სატირათა უმრავლესობა ავტოპორტრეტს წარმოადგენს და თვისუფალი ტონითაა დაწერილი. მათში მოცემულია პოლიტიკური, სოციალური, ეთიკური და ლიტერატურული საკითხების შესახებ პოლემიკები. ეპოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] ჰორაციუსს ეკუთვნის ჩვიდმეტი ეპოდი, რომელნიც მთლიანობაში 625 სტროფს ითვლის. თავად ავტორი მათ იამბებად მოიხსენიებდა. ეპოდების სტილი დაძაბულია, ტონი - საყვედურის. მათსი ადგილი აქვს როგორც ეროტიზმს ასევე პატრიოტულ თემატიკას. ოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] ჰორაციუსის ოდები 4 წიგნადაა დაწერილი, მათგან თითოეული შეიცავს 38, 20, 30 და 15 ოდას. ავტორი მათ ეგვიპტურ პირამიდებს ადარებდა. ოდები ჰორაციუსის ყველაზე მნიშვნელოვან და საერთოდ რომაული ლირიკის შედევრად ითვლება. შინაარსის მხრივ აქ ერთმანეთს ენაცვლება პირადული და საჯარო საკითხები, სიყვარული და პოლიტიკა, ბერძნული და ლათინური სამყარო, დახვეწილი მითოლოგია და უხეში რეალობა, ეპიკურიზმი და სტოიციზმი, ეპიტრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] პირველი კრებული 20 ეპიტრს შეიცავს, მეორე კი მხოლოდ ორს. ამას ემატება ჰორაციუსის ცნობილი ეპიტრი პოეტური ხელოვნება. ისინი დაწერილია ჰექსამეტრით, ისევე, როგორც სატირები. ეპიტრები მიემართება კონკრეტულ ადამიანებს და ფიქტიურ წერილებს წარმოადგენს. მათი ტონი ნაკლებად სხარტი და შედარებით თავისუფალია. ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 688. რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჰორაციუსი“ ვიკისაწყობში. ჰორაციუსისადმი მიძღვნილი გვერდი ჰორაციუსის ნაწარმოებები ინგლისურ და ლათინურ ენებზე ჰორაციუსი — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“ ჰორაციუსი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive ჰორაციუსი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები) სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] ↑ 1.0 1.1 http://www.treccani.it/enciclopedia/quinto-orazio-flacco_(Enciclopedia-Italiana)/ ↑ 2.0 2.1 2.2 Любкер Ф. Horatii // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 641–643. ↑ 3.0 3.1 3.2 W. Y. S., J. G. Horace // Encyclopædia Britannica — 11 — NYC: 1911. — Vol. 13. — P. 687–691. ↑ BeWeB ↑ 5.0 5.1 Mirabile: Digital Archives for Medieval Culture — SISMEL – Edizioni del Galluzzo. მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჰორაციუსი&oldid=3487401“-დან კატეგორია: დაბადებული 8 დეკემბერი დაბადებული ძვ. წ. 65 გარდაცვლილი 27 ნოემბერი გარდაცვლილი ძვ. წ. 8 რომაელი პოეტები სანავიგაციო მენიუ პირადი ხელსაწყოები შესული არ ხართ განხილვა წვლილი ანგარიშის შექმნა შესვლა სახელთა სივრცე სტატია განხილვა ვარიანტები გადახედვა კითხვა რედაქტირება წყაროს რედაქტირება ისტორია მეტი ძიება ნავიგაცია მთავარი გვერდი თემატური ძიება რჩეული სტატიები შემთხვევითი გვერდი ახალი გვერდები მონაწილეობა ინფორმაცია დახმარება ფორუმი ბოლო ცვლილებები შემოწირულობები ხელსაწყოები ბმული გვერდზე დაკავშირებული ცვლილებები სპეციალური გვერდები მუდმივი ბმული გვერდის ინფორმაცია ამ გვერდის ციტირება ვიკიმონაცემები ელემენტი ბეჭდვა/ექსპორტი წიგნის შექმნა გადაწერა PDF ფორმატში დასაბეჭდი ვერსია სხვა პროექტებში ვიკისაწყობი ვიკიციტატა სხვა ენებზე Afrikaans አማርኛ Aragonés العربية مصرى Asturianu تۆرکجه Башҡортса Žemaitėška Беларуская Беларуская (тарашкевіца)‎ Български Brezhoneg Bosanski Català Čeština Cymraeg Dansk Deutsch Zazaki Ελληνικά English Esperanto Español Eesti Euskara فارسی Suomi Võro Français Furlan Gaeilge Galego עברית हिन्दी Fiji Hindi Hrvatski Magyar Հայերեն Interlingua Bahasa Indonesia Ido Íslenska Italiano 日本語 Қазақша 한국어 Kurdî Kernowek Latina Lingua Franca Nova Lietuvių Latviešu Malagasy Македонски മലയാളം Монгол मराठी Bahasa Melayu Nāhuatl Nederlands Norsk nynorsk Norsk bokmål Occitan ਪੰਜਾਬੀ Polski Piemontèis Português Română Tarandíne Русский Sardu Sicilianu Srpskohrvatski / српскохрватски Simple English Slovenčina Slovenščina Српски / srpski Seeltersk Svenska Kiswahili தமிழ் Tagalog Türkçe Татарча/tatarça Українська Oʻzbekcha/ўзбекча Tiếng Việt Volapük Walon Winaray 吴语 中文 粵語 ბმულების რედაქტირება ეს გვერდი ბოლოს დარედაქტირდა: 07:55, 3 მაისი 2018. ტექსტი ვრცელდება Creative Commons Attribution-ShareAlike ლიცენზიით; და შესაძლოა არსებობდეს დამატებითი პირობები. იხილეთ გამოყენების პირობები დამატებითი ინფორმაციისთვის. ვიკიპედია® არის არამომგებიანი ორგანიზაცია Wikimedia Foundation, Inc.-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი. დაგვიკავშირდით კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვიკიპედიის შესახებ პასუხისმგებლობის უარყოფა მობილური ვერსია შემქმნელები Statistics Cookie statement